რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონიდან 19 გავანადგურეთ – უკრაინა

პოლიციის ოფიცერი  Shahed-136-ის ტიპის დრონის ნარჩენებთან ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
Vyacheslav Madiyevskyy/Reuters

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 11 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას შეუტიეს Shahed-136/131-ის ტიპის 31 მოიერიშე დრონით, რომელთაგან 19 გაანადგურეს.

ამას გარდა, რუსებმა გამოიყენეს შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებული X-31 ტიპის ერთი რაკეტა, ოკუპირებული ყირიმიდან გაშვებული P-800 Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და ბელგოროდის რეგიონიდან გაშვებული საჰაერო თავდაცვის სისტემის, S-300-ის მართვადი რაკეტა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის უმეტესობა ფრონტის ხაზზე განხორციელდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, კიროვოგრადსა და კიევშიც.

თავდასხმების მოგერიებაში ჩართული იყვნენ როგორც საჰაერო ძალები, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალები. საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, ოპერაციაში ჩართული იყო მოიერიშე თვითმფრინავებიც.

კომენტარები