NASA-ს ასტრონავტი

მისია Apollo 8-ის მეთაური ფრანკ ბორმანი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ასტრონავტი ფრანკ ბორმანი/NASA 

1968 წლის ისტორიული კოსმოსური მისიის Apollo 8-ის მეთაური ფრანკ ბორმანი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) ავრცელებს. 

"დღეს ჩვენ გავიხსენებთ NASA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ასტრონავტსა და ამერიკის ნამდვილ გმირს, ფრენკ ბორმანს" – თქვა NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა თავის განცხადებაში.

Apollo 8-ის მისია ფლორიდის კაპე კანავერალის ცენტრიდან 1968 წლის 21 დეკემბერს გაფრინა და მთვარის ორბიტას 3 დღეში მიაღწია. ხომალდმა მთვარეს 10-ჯერ შემოუარა და 27 დეკემბერს უკან, დედამიწაზე დაბრუნდა. 

კომენტარები