რუსეთი

ჩუკოტკაში თვითმფრინავი გაუჩინარდა – რუსული მედია

Владимир Жабриков/URA.RU

რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Стриж авиа-ის Ан-2-ის ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TACC -ი ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფება - ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი მგზავრი

თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და ამავე ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა დაშვების დროს კონტაქტი ვერ დამყარდა. მოგვიანებით იმავე ქალაქიდან თვითმფრინავის მოსაძებნად Ми-8-ი სამაშველო ეკიპაჟთან ერთად გაფრინდა. 

ოპერატიული სამსახურების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად მათთვის ცნობილია Ан-2-ის საბოლოო კოორდინატები, მაგრამ ჯერჯერობით თვითმფრინავს ვერ პოულობენ და კონტაქტის დამყარებაც ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, ყველგანმავალი ავტომანქანებით მაშველები და მოხალისეები გაუჩინარებული თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნეს.

კომენტარები