ევროკავშირის სტატუსი

სამხარაძე: ჩვენ, ზოგადად, ქართული ოცნება არ ვართ დიდად მოყვარული პომპეზური აქციების

თქვენ იცით, რომ ჩვენ ზოგადად ქართული ოცნება არ ვართ დიდად მოყვარული პომპეზური აქციების. ჩვენ ძირითადად საქმეზე ვართ ორიენტირებულები, ამიტომ ჩვენ ძალიან წყნარად, მშვიდად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გვიხარია ყველასთან ერთად, მე არ მგონია რო დღეს იყოს რაიმე განსაკუთრებული ზეიმის საფუძველი, იქედან გამომდინარე რომ ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს 15 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დაველოდოთ 15 დეკემბერს, როცა საბოლოოდ ბეჭედი დაესმება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას და შემდეგ ყველას ერთად შეგვეძლება ვიზეიმოთ ეს გადაწყვეტილება.

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას შეუერთდებოდა თუ არა მმართველი პარტია პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ საზეიმო ღონისძიებას.

კომენტარები