ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

ღაზის კონფლიქტის გამო საუდის არაბეთი ისლამური და არაბული ქვეყნების სამიტს უმასპინძლებს

საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრიხალიდ ალ ფალიჰი ; REUTERS/Ahmed Yosri/

მომდევნო დღეებში საუდის არაბეთი ისლამური და არაბული ქვეყნების სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა სინგაპურში გამართულ Bloomberg New Economy-ის ფორუმზე ისაუბრა. 

"მომდევნო დღეებში ქალაქ რიადში ისლამური და არაბული ქვეყნების საგანგებო სამიტს მოვიწვევთ, რომელზეც მთავარი განხილვის თემა [ისრაელ-პალესტინის] კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნება" – თქვა მინისტრმა. 

საუდის არაბეთში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ასევე ჩავა ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისიც. ეს ირანის სახელმწიფო ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება საუდის არაბეთში, მას შემდეგ, რაც თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები მარტში, ჩინეთის შუამავლობით აღდგა. 

კომენტარები