ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 11 ნოემბრამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. შემდეგ 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მაღალმთაში შესაძლოა თოვლჭყაპიც. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ნოემბრის დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა + 27 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის შუადღემდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის ხანმოკლე გაძლიერებაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ზესტაფონი) 9 ნოემბრის დღის ბილომდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დილამდე მოსალიდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსს ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას, დღისით +13, +15 გრადუსს ვარაუდობენ.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ღამით ზოგან იწვიმებს და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) 9 ნოემბრის დღის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან შესაძლოა მოთოვოს და ქარიც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები