რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავდიივკაში 200 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა დაკარგა

DW

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ X გვერდი სადაზვერვო სამსახურის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით რუსეთმა გასული სამი კვირის განმავლობაში, ავდიივკაზე მიტანილ შეტევებში, 200 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა.

დიდი დანაკარგებს დაზვერვა უკავშირებს უკრაინელთა ხელთ არსებულ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასევე ნაღმებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და ზუსტ საარტილერიო დარტყმებს.

ასევე უწყების ინფორმაციით ჯავშანტექნიკის დაკარგვის შემდეგ, რუსეთი მოტორიზებული, მსუბუქი სამხედრო ნაწილების გამოყენებაზე გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლა ღია სივრცეში მიმდინარეობს, საგრძნობლად გაზრდილია დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა.

"რუსული ხელმძღვანელობა უმნიშვნელო ტერიტორიული მიღწევებისთვის ისევ მზად არის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა დაკარგოს". – წერია დაზვერვის დასკვნაში.

კომენტარები