ქართული კინოგაქირავება

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – ნოემბრის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

წარმოგიდგენთ ნოემბრის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

კაპიტანი მარველი 2

Marvel-ის კინოსამყაროს მორიგი ფილმი. კაპიტანი მარველის გაგრძელება საქართველოს კინოთეატრებში 9 ნოემბერს გამოვა. ბლოკბასტერს სამი მთავარი გმირი ეყოლება, მათ როლებს კი ოსკაროსანი ბრი ლარსონი, ტეიონა პერისი და იმან ველანი შეასრულებენ.

შიმშილის თამაშები: მგალობელი ჩიტებისა და გველების ბალადა

შიმშილის თამაშების პრეისტორია, რომელიც სიუზან კოლინსის იმავე სახელწოდების რომანს ეფუძნება საქართველოს კინოთეატრებში 16 ნოემბერს გამოვა. ფილმის მთავარი პერსონაჟი ტრილოგიის მთავარი ბოროტმოქმედი, პანემის მომავალი პრეზიდენტი კორიალანუს სნოუა.

ნაპოლეონი

მრავალი წლის შემდეგ რიდლი სკოტმა და ხოაკინ ფენიქსმა კიდევ ერთხელ გააერთიანეს ძალები. ახალი ისტორიულ ფილმში ოსკაროსანი მსახიობი საფრანგეთის იმპერატორს, ლეგენდარულ მხედართმთავრის, ნაპოლეონის როლს ასრულებს. ბიოგრაფიული სურათი საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბერს გამოვა.

არასწ2 პოლიციელი

ფრანგული მძაფრსიუჟეტიანი კომედია ქართულ კინოგაქირავებაში 2 ნოემბერს გამოვიდა. ფილმის მთავარ გმირს მექსიკური კარტელიდან საკუთარი ბებიის დასახსნელად მხოლოდ 3 დღე აქვს.

კომენტარები