რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა

რუსეთი ოკუპირებულ აფაზეთს დაფინანსებას უმცირებს

TASS

რუსეთი სოციალურ-ეკონომიკური გავითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს

რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარება 3.6 მილიარდ რუბლს (38.6 მილიონ დოლარს) შეადგენს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გამართულ თათბირზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "შეფასების დოკუმენტაციის შედეგების საფუძველზე" იქნება მიღებული.  

ცვლილებებამდე რუსეთის საინვესტიციო პროგრამით, 2023-2025 წლებში რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარება 43.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ცვლილებების შედეგად ის დაახლოებით 4.8 მილიონი დოლარით შემცირდა. 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, საინვესტიციო პროგრამებიდან 8.8 მილიონი აშშ დოლარი უკვე ათვისებულია და წლის ბოლომდე ლიმიტი 4.1 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

თათბირზე ასევე ცნობილი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციაც იგეგმება, რომლის ღირებულება 118 მილიონი დოლარია. რეაბილიტაციის სამუშაოებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია შეასრულებს. 

კომენტარები