რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვისას საბავშვო ბაღი განადგურდა

რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურებული საბავშვო ბაღი
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეკსანდრ პროკუდინის ტელეგრამი

1 ნოემბერს ხერსონის ოლქზე მიტანილი იერიშისას, რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, საბავშვო ბაღი განადგურდა

"დაწესებულებაზე, სადაც ერთხელ ბავშვებს ზრდიდნენ, ოკუპანტებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს". – წერს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ პროკუდინი Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიით, რაკეტებითა და დრონებით ბომბავს.

კომენტარები