ხანძარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ჩხოროწყუში ცეცხლის ჩაქრობას 2 ვერტმფრენი ცდილობს, რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკა ვერ შედის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. 

"მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახური.

კომენტარები