მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: სააკაშვილის შეწყალება თანამზრახველობა იქნება, პასუხისმგებლობას გაიზიარებს

სააკაშვილის შეწყალება არის თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში აკეთა და არა მხოლოდ 2003-2012 წლებში, იქ ფიზიკურად შეეხო და რასაც აკეთებდა, უბრალოდ გამეორებაც აღარ მინდა. და მას შემდეგ რასაც აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, დამატებული, ამაზეც პასუხისმგებლობის აღება იქნება. თუ ეს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, მაშინ, ალბათ, შეიწყალებს კიდევაც, თუმცა გაკვირვებით აღარაფერი აღარ გაგვაკვირვებს, გამორიცხულია.

რაც მოვისმინეთ ბოლო დღეებში, ამ ტრიბუნიდან და ა.შ. და ამდენი დღეა უკვე გასული, ქალს, პრეზიდენტს, ჩვენს მიერ მხარდაჭერილს, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილს ვერ წამოვაცდენინეთ საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ახლა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და ვიმარჩიელოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას? უპროგნოზო ამბავია. ყოველ შემთხვევაში, უნდა იცოდეს, რომ ის პასუხისმგებლობას აიღებს და გაიზიარებს სააკაშვილის 3-12 წლებში და მას შემდეგაც ჩადენილ მავნებლობებზე, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ.

ფრაქცია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვაზე.

კომენტარები