მაჰაჩყალის აეროპორტი

მაჰაჩყალის აეროპორტის საქმეზე 15 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

დაღესტნის აეროპორტი
RCB

მაჰაჩყალის აეროპორტში მოწყობილი ანტისემიტური დემონსტრაციის საქმეზე 15 დაკავებულს 8-დღიანი, ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ. ამ დროისთვის პოლიციას დაკავებული ყავს 83 პირი.

29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ.

ბრბოს მიერ მოწყობილი ანტისემიტური რეიდის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. არიან დაჭრილებიც. 2 პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

ამის შესახებ ინფორმაცია დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 10 პირი, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ტელეგრამ-არხი Mash-ის ცნობით, დაშავებულთა შორის არის, სულ მცირე, ერთი პოლიციელი, ხოლო ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი. როგორც შემდეგში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, დაშავდა 9 პოლიციელი.

კომენტარები