თბილისის მერია

კალაძე: დიდუბის ხიდი გაიხსნა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, შალიკაშვილის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია და ხიდზე მოძრაობა უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.

მისივე მითითებით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი - 2024 წლის იანვარში დასრულდება.

"წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია". - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო.

კომენტარები