2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება

ფეხბურთის 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საუდის არაბეთი იქნება. ინფორმაციას FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო Instagram-ზე ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ მასპინძლობაზე განაცხადის გაკეთებაზე უარი თქვა, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც 2034 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკუთარ ქვეყანაში გამართვის სურვილი გამოთქვა. ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველ ქვეყნებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ჰქონდათ.

FIFA-ს კონგრესი მასპინძელ ქვეყანად საუდის არაბეთს 2024 წელს დაადასტურებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად უმასპინძლებენ.

კომენტარები