ოთარ ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ძმა პოლიტიკაში "რამე კუთხით" მოსვლაზე ფიქრობს

ოთარ ზურაბიშვილი
კადრი ნოდარ მელაძის შაბათიდან

ნოდარ მელაძის შაბათში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისში მცირე ხნის წინ ჩამოვიდა, თქვა, რომ შესაძლოა პოლიტიკაში "რამე კუთხით" ვიხილოთ.

ოთარ ზურაბიშვილმა მისთვის დასმულ შეკითხვას, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ თუ არა მას პოლიტიკაში, უპასუხა: "რამე კუთხით შეიძლება", ხოლო როდესაც მას ჰკითხეს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად მოხდება ეს, თუ დამოუკიდებლად, მან უპასუხა: "დამო[უკიდებლად]..., არ ვიცი ახლა, ვნახოთ რას იტყვის და მერე". 

ამას გარდა, ოთარ ზურაბიშვილის თქმით, მისთვის რთული წარმოსადგენია ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციიდან პოტენციური პარტნიორი.

"ოპოზიციურ ველზე არა, არ ვიცი ცოტა რთულია ჩემთვის [...] რთულია მათი გამოთქმები, პოზიციები. რაღაც დავები არის რომლებიც გარკვეულად უნდა გავიგო [და] რომელიც ჩემთვის გასაგებად ცოტა რთულია". - თქვა ოთარ ზურაბიშვილმა.

კომენტარები