რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე მუშაობს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროკომისიამ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გადაცემაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის აღმასრულებელი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ წარმოვადგენთ შემოთავაზებას, რომ გამოვნახოთ გზა, როგორ გამოვიყენოთ შემოსავლები იმ აქტივებიდან, რომლებიც ამჟამად ევროკავშირში შეზღუდული რაოდენობის ფინანსური ინსტიტუტებისგან სარგებელს იღებენ". - აღნიშნა ლაიენმა, თუმცა წინადადების წარდგენის თარიღი არ დაუსახელებია. 

ლაიენის თქმით, 2023 წლის ოქტომბერში, ქალაქ მარაქეშში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძირითად პრინციპებზე შეთანხმებით, ფინანსთა მინისტრებმა პროგრესს მიაღწიეს.

"შემდეგი ნაბიჯი წინადადების რეალური ინიცირება იქნება". - თქვა ლაიენმა.

წინადადებას მხარი შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაუჭირეს. 

ევროკავშირმა რუსეთის აქტივები 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში გაყინა.

კომენტარები