რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრალია უკრაინას 20 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის

A Royal Australian Air Force E-7A Wedgetail airborne early warning and control aircraft assigned to 2 Squadron, RAAF Amberly, Australia, lands safely after a mission during Red Flag 20-1 at Nellis Air Force Base, Nevada, Jan. 30. 2020. (U.S. Air Force Photo William R. Lewis)

ავსტრალიამ უკრაინაში 20 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გააგზავნა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის პატ კონროის თქმით, მათ სამხედრო ინდუსტრიას ბევრი მნიშვნელოვანი და ახალი  აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის. გაწეული სამხედრო დახმარების პაკეტი გასანაღმ აღჭურვილობას, პორტატული რენტგენის აპარატებს, მეტალის 3D საბეჭდ მოწყობილობებსა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების მოიცავს. 

"უკრაინელები მეტალის 3D პრინტერებს სამხედრო აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილების შექმნაში, ხოლო გასანაღმ მოწყობილობებსა და პორტატულ რენტგენის აპარატებს – სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გამოიყენებენ." – ამბობს პატ კონრო. 

უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო მიწოდების გზების დასაცავად, ავსტრალიური საჰაერო ხომალდი E-7A Wedgetail თავდაცვის ძალების 100 კაციან შემადგენლობასთან ერთად, უკვე ჩავიდა გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე და დაიწყო 6 თვიანი მისია ოპერატიული სახელწოდებით Kudu. "ამაყი ვარ დავადასტურო, რომ ავსტრალიური E-7A Wedgetail უკვე ჩავიდა გერმანიაში და მზადაა შეასრულოს თავის მისია. ჩვენთვის პატივია წვლილი შევიტანოთ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჰუმანიტარული და სამხედრო მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში."  თქვა ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ენტონი ალბანესმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ავსტრალიამ უკრაინას 910 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მათ შორის იყო Bushmaster ჯავშანტრანსპორტიორები, მძიმე არტილერიის აღჭურვილობა და სხვადასხვა სახის ამუნიცია. 

კომენტარები