უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის მზადება უკვე დაიწყო და ქვეყანა არა მხოლოდ თავს დაიცავს, არამედ საპასუხო შეტევასაც განახორციელებს. უკრაინის პრეზიდენტი ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე ავრცელებს.
გარდა ამისა, ზელენსკი ამბობს, რომ იგი კუპიანსკსა და ავდიივკას მიმართულებით მძიმე ბრძოლების შესახებ ანგარიშს გაეცნო. მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, უკრაინელი ჯარისკაცები საკუთარ პოზიციაზე მყარად დგანან.
"მტერი განურჩევლად, რაზეც ხელი მიუწვდება, ყველაფერს ანადგურებს. მაგალითია ბერისლავი, ბოროვა... ჩვენ ვცდილობთ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრასა და ხალხის დახმარებას". - წერს ზელენსკი Telegram-ზე.





