მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს.

"მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები, საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიას - ნახიჩევანს შორის, კრემლი მხარეებს უბიძგებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ, სურს რა დააზარალოს აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები, შეცვალოს მთავრობა ერევანში და ამ დერეფანში ჩააყენოს თავისი "მესაზღვრეები".

სინამდვილეში, მსოფლიოში არსებობს მსგავსი საკითხების მოგვარების ბევრად უფრო უმტკივნეულო და პოზიტიური გამოცდილებები, ერთ-ერთია გზის არენდის ხელშეკრულება მოლდოვასა და უკრაინას შორის, როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ქალაქ ოდესიდან დუნაისპირეთში მოგზაურობისას გავდიოდი უკრაინის მიერ მოლდოვას ტერიტორიაზე არენდირებულ გზის მონაკვეთს, ეს მონაკვეთი კონტროლდება უკრაინელი მესაზღვრეების მიერ და მე ის დანარჩენ გზატკეცილთან ერთად, ფუნდამენტურად განვაახლე, მოლდოვა ამ გზის გაქირავებით იღებდა დიდ ეკონომიკურ შეღავათს, ზუსტად ასევე შეიძლება მოიქცნენ სომხეთი და აზერბაიჯანი თუ მიღწეული იქნება გზის არენდის ხელშეკრულება, ამით სომხეთს შეუძლია მიიღოს დიდი შემოსავალი და ასევე გავიდეს დიდ საერთაშორისო მარშრუტებზე, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ორივე მხარე ამ გზით თავიდან აიცილებს ომს, რუსების განლაგებას და ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი". - წერს სააკაშვილი.

კომენტარები