ჩრდილოეთის ზღვა

ჩრდილოეთის ზღვაში ორი გადამზიდი გემი ერთმანეთს შეეჯახა, დაკარგულია რამდენიმე ადამიანი

bnn.network

ჩრდილოეთის ზღვაში ერთმანეთს ორი გადამზიდი ხომალდი შეეჯახა. რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

ერთმანეთს გერმანული ხომალდი Polesie და ბრიტანული Verity შეეჯახა, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის ქოლგის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა. ბრიტანული გემი იმინგჰემის პორტიდან გამოვიდა და ბრემენისკენ მიემართებოდა. გერმანულმა ხომალდმა კი ჰამბურგის პორტიდან აიღო გეზი ესპანეთის ლა კორუნას პორტის მიმართულებით. 

გერმანიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, შეჯახება 24 ოქტომბრის დილას ჰელიგოლანდის კუნძულიდან 22 კილომეტრში მოხდა. 

სამაშველო ძალებმა ერთი ადამიანი უკვე გადაარჩინეს და გრძელდება მუშაობა სხვების გადასარჩენად. ჯერჯერობით არაა ცნობილი დაკარგული მეზღვაურების ზუსტი რაოდენობა. 

კომენტარები