ჭორვილაში მსვლელობა

ჭორვილაში მსვლელობის მონაწილეები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საჩხერის სოფელ ჭორვილაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსვლელობის მონაწილეებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად ტერიტორიიდან გაიყვანა. 

დაპირისპირებისას ადგილობერივებმა ქვები და კვერცხები ესროლეს მედიის წარმომადგენლებს. 

იქამდე, პოლიციამ ჭორვილამდე ერთ-ერთი მისასვლელი გზა ჩაკეტა, თუმცა ოფიციალური ცნობით ავტომობილების მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელ მეორე გზაზე. 

19 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისიდან მსვლელობით ჭორვილაში ჩავიდა. მსვლელობა სოფო ჯაფარიძემ 17 ოქტომბერს დაანონსა

კომენტარები