დღეს სიმბოლურად მივემართებით რუსი ოლიგარქის [ბიძინა ივანიშვილი] მშობლიურ სოფელში, რათა მას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენს მოქალაქეებს, ქართველებს ვერ ჩაანაცვლებს რუსებით. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენი ჩვენი მოქალაქე მიდის იძულებით ემიგრაციაში და რამდენი რუსი სახლდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უკვე უმართავი პროცესი, რასაც აუცილებლად წინ დავუდგებით და აუცილებლად შევაჩერებთ. ჩავალ ყველგან, შევხვდები ყველას და ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ ავუხსნი, თუ რამხელა საფრთხის წინაშე გვაყენებს რუსი ოლიგარქი. დროულად უნდა ვუშველოთ ჩვენ ქვეყანას, დროულად უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი და უნდა შევაჩეროთ ჩვენი ქვეყნის გარუსება.
ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ აკრიტიკებენ ქართული ოცნების ქმედებებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და როგორ ხოტბას ასხამენ მათ რუსი პროპაგანდისტები. ეს მე მგონი, ყველაფერზე მეტყველებს, ასე რომ, ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. დიახ, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენს ხალხს უნდა ევროპა და გვინდა ჩვენი შვილებისთვის ნათელი მომავალი და ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება. მე, სოფო ჯაფარიძე პირადად, ჩემი ფეხით ჩავალ ყველგან. ვინც შემომიერთდება, გამეხარდება, იქნება ჩემთან ერთად და ნუ შეეშინდება ნურავის. პირადად მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ვერაფრით დაგვაზიანებენ.