რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ კიდევ ერთი რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-25 ჩამოაგდო

Moscow Times

ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-25 ჩამოაგდო.

ინფორმაციას ტავრიის მიმართულებით არსებული თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით თვითმფრინავის გარდა გასულ 24 საათში ასევე განადგურებულია მტრის 288 ჯარისკაცი, 5 ჯავშანტრანსპორტიორი, 4 საარტილერიო სისტემა, 3 დრონი, 2 სამხედრო ავტომობილი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს რიგით მეოთხე რუსული СУ-25 არის, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო.

სულ სრულმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ფრონტზე 319 თვითმფრინავი დაკარგა.

კომენტარები