ევროპარლამენტარები

სტრასბურგისკენ მიმავალი ევროპარლამენტარები პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ

ევროპარლამენტის წევრები და თანამშრომლები, რომლებიც ბრიუსელიდან სტრასბურგში მატარებლით მიდიოდნენ, პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ.

სპეციალური რეისი ევროპარლამენტარების ბრიუსელიდან სტრასბურგში ჩასაყვანად თვეში ერთხელ ინიშნება, 17 ოქტომბერს კი, სარკინიგზო სიგნალის გადაცემის შეცდომის შედეგად მატარებელი პარიზის დისნეილენდში ჩავიდა.

როგორც BBC წერს, დისნეილენდში გაჩერებამ ევროპარლამენტარები გაამხიარულა. თუმცა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის თქმით, შეცდომამ ცხადყო, რომ ორ ქალაქს შორის ხშირ გადაადგილებას მუდმივად ბელგიაში დარჩენა და საქმის იქ წარმოება ჯობს.

გამოცემის ცნობით, დისნეილენდში გაჩერება დიდხანს არ გაგრძელდა და შეფერხება დაახლოებით 45 წუთში აღმოიფხვრა.

ფრანგული სარკინიგზო კომპანიის SNCF-ის განცხადებით, სიგნალის გადაცემის შეცდომის შედეგად მატარებელი აცდა შიდადამაკავშირებელ ხაზს და პარიზის რეგიონისკენ მოძრაობა განაგრძო, თუმცა, შეცდომის გამოსწორების შემდეგ მატარებელი კვლავ სტრასბურგისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდა.

კომენტარები