რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომში მოტაცებული 4 უკრაინელი ბავშვი კატარის შუამავლობით რუსეთიდან სახლში დაბრუნდება

KARIM JAAFAR / AFP

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმანმა 16 ოქტომბერს თქვა, რომ მათი შუამავლობით რუსეთ-უკრაინის ომის დროს მოტაცებულ 4 უკრაინელ ბავშვს უკრაინაში დააბრუნებენ. მისი თქმით, მათ დიდხნიან მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწიეს და 4 ბავშვს უკრაინაში დააბრუნებენ. 

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის იმედოვნებს, რომ კატარის ეს წარმატება შემდგომში უფრო მეტი უკრაინელი ბავშვის სახლში დაბრუნების პროცესის დასაწყისი იქნება. მინისტრმა ახსნა, რომ თავდაპირველად ბავშვებს მოსკოვში არსებულ კატარის საელჩოში გადაიყვანენ და შემდეგ უკრაინაში, თავიანთ ოჯახებთან. 

უკრაინის მთავრობის მტკიცებით, ათობით უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებითაა გადაყვანილი და ასობით მათგანი ბელარუსის მიწაზე. მათი ცნობით, ბავშვების იძულებით გადაყვანის ოპერაციაში ბელარუსული წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული. 

კომენტარები