გერმანია

შტაზის ყოფილი აგენტი ადამიანის მკვლელობისთვის 79 წლის ასაკში გაასამართლეს

DW

გერმანიის პროკურატურამ აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო პოლიციის - შტაზის ყოფილი აგენტი 1974 წელს ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა.

ბრალდებული ამჟამად 79 წლისაა. ის 1974 წელს აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო პოლიციაში მუშაობდა და საზღვრის კვეთის მცდელობისას პოლონელ კაცს ესროლა.

გერმანიის ფედერალური პოლიციის ცნობით, 1974 წელს პოლონელი მსხვერპლი აღმოსავლეთ გერმანიაში პოლონეთის საელჩოში ბომბით შევარდა და დასავლეთ გერმანიაში გადაყვანას ითხოვდა. შტაზი თავდაპირველად პოლონელი კაცის დასავლეთ ბერლინში გადაყვანას დათანხმდა, დაუმზადეს საჭირო დოკუმენტები და საზღვართან მიაცილეს. საზღვრის ბოლო გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ გერმანელმა ბრალდებულმა მას ზურგში ესროლა. 

გამოძიების დასრულებამდე აღნიშნული საქმე რიგით მკვლელობად კლასიფიცირდებოდა, რომელსაც 30 წლის გასვლის შემდეგ გერმანიის ფედერალური პროკურატურა არ იძიებს. თუმცა, რადგან დადგინდა შტაზის დაგეგმილი მოტყუებით, ვერაგული მკვლელობის დეტალები გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ შტაზის ყოფილ თანამშრომელს უვადო პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები