თამარ მეფის ორდენი

"თქვენში ჩვენს თავს ვხედავთ" - პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს თამარ მეფის ორდენი გადასცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჭადრაკის დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი "საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის" თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 

"უკვე დიდი ხანია, ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა, თქვენთვის ეს ორდენი გადმოგვეცა და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო - ანუ, თამარ მეფის ორდენით.  

ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის...

... მე ვიტყოდი, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება. ანუ თუ ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ. მე მგონი, რომ თქვენ ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით" - მიმართა პრეზიდენტმა გაფრინდაშვილს.

კომენტარები