თამარ მეფის ორდენი

"გამორჩეული საზოგადო მოღვაწეობისთვის" პრეზიდენტმა ქეთი დოლიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა

"ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის" საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 მარტს გამოსცა, დაჯილდოების ცერემონია კი 8 მარტს გაიმართა.

კომენტარები