ისრაელი - ჰამასი

რუსეთი ჰამასსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მომლაპარაკებლის როლზე პრეტენზიას გამოთქვამს

Mikhail Metzel/POOL/TASS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების დაწყება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას მიაწერა და პრეტენზია გამოთქვა მხარეთა შორის მომლაპარაკებლად ჩართულობაზე

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის პრიორიტეტი კონფლიქტის მიმდინარეობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვასთან ერთად, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაც იქნება. პესკოვის თქმით, ამას ხელს შეუწყობს ის გარემოება, რომ მოსკოვი დაპირისპირების ორივე მხარესთან ინარჩუნებს ურთიერთობას.

პესკოვის თქმით, ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, შესაძლოა უფრო მასშტაბურ და დიდ რეგიონალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუმცა მიუხედავად უმნიშვნელო წინსვლისა, მოსკოვი მაინც ეცდება საკითხი დიმპლომატიური გზებით მოაგვაროს. 

"სიტუაცია უკიდურესად რთული და იმდენად სახიფათოა, რომ გავრცელების შემთხვევაში ის შესაძლოა არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს" – თქვა პესკოვმა.

პესკოვი რუსეთსა და ისრაელს შორის მჭიდრო კავშირზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ისრაელის ბევრი მოქალაქე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეა, პარალელურად პუტინი აშშ-ს პალესტინელების ინტერესების უგულვებელყოფაში ადანაშაულებდა. რუსეთის პრეზიდენტს ისრაელზე თავდასხმის კონტექსტში ჰამასი არ დაუსახელებია. 

კომენტარები