აშშ

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნომინაციაზე სტივ სკალისი დაამტკიცა

სტივ სკალისი
Tom Williams/CQ-Roll Call, Inc via Getty Images

აშშ-ს რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნომინაციაზე სტივ სკალისის კანდიდატურა წამოაყენა. ახლა მათ მოუწევთ პარტიაში გაყოფილი პოზიციების პრობლემა მოაგვარონ, რათა უმრავლესობამ კანდიდატურის მომდევნო სპიკერად არჩევა შეძლოს.

სკალისის კონკურენტი იყო ოჰაიოს შტატის წარმომადგენელი ჯიმ ჯორდანი, რომელსაც მხარს უჭერდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, დონალდ ტრამპი.

სკალისი, უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერი, კონგრესმენი ლუიზიანადან, რომელიც სისხლის სიმსივნეს ებრძვის, 2017 წელს ბეისბოლის ვარჯიშზე კონგრესმენებზე მოწყობილ თავდასხმას გადაურჩა, თუმცა დაიჭრა.

"ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი". - თქვა სკალისმა.

ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა სკალისი საკმარისი ხმების მოპოვებას იმისთვის, რომ მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიცია დაიკავოს. მას ამისთვის თითქმის ყველა რესპუბლიკელი წარმომადგენლის მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვეულებრივ, ამისთვის საჭიროა 218-ხმიანი ზღვრის გადალახვა, თუმცა ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში ორი ადგილი თავისუფალია, რაც ზღვარს 217 ხმამდე წევს.

მაკკარტის გადაყენების ფონზე, უკრაინისთვის აშშ-ს დახმარების პროცესი დროებით შეფერხდება

წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტის სპიკერის მოვალეობიდან გადაყენების გადაწყვეტილება 2 ოქტომბერს მიიღო. ამის შემდეგ მოვალეობის დროებით შემსრულებლად პატრიკ მაკჰენრი დაინიშნა.

მაკკარტის გადაყენების ინიციატივა რესპუბლიკური პარტიის ტრამპისტმა წევრმა, მეტ გეითსმა წამოაყენა. რადგან მის მიერ დაწყებული პროცესი პრივილეგირებული იყო, საკითხი ორ დღეში, კენჭისყრით უნდა გადაწყვეტილიყო.

კომენტარები