რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას $122 მილიონზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი დღეს, 11 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოსცემს, რომლის ღირებულებაც $122 მილიონზე მეტია.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ფინანსურ სახსრებს ნაღმების გაწმენდისთვის, აღჭურვილობის შენარჩუნებისა და უკრაინის ძირითადი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის "მწვავე საჭიროებების მხარდაჭერის ერთგული რჩება".

"დღეს მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი, თავის მოკავშირეებთან ერთად, ასრულებს დაპირებას, რაც უკრაინისთვის კრიტიკულად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მეშვეობით, პუტინის ბარბაროსული დაბომბვისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად". -  თქვა გრანტ შაპსმა.

უკრაინას დახმარების პროცესში ჩართულია უკრაინის საერთაშორისო ფონდი, რომელიც ბრიტანეთმა დანიასთან ერთად 2022 წელს დააარსა.

კომენტარები