მია ხალიფა

ყოფილი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა პალესტინის მხარდაჭერის გამო PLAYBOY-დან დაითხოვეს

Playboy-მ ურთიერთობა გაწყვიტა ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან. ცნობილმა პორნომსახიობმა 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში პალესტინას დაუჭირა მხარი.

"თუ შეიძლება, ვინმემ გადასცეს თავისუფლებისთვის მებრძოლებს პალესტინაში, რომ ტელეფონის კამერები ჰორიზონტალურად დაიჭირონ". – დაწერა ხალიფამ. 

რამდენიმე საათში პორნომსახიობმა საკუთარ პოსტზე განმარტება გააკეთა:

"მინდა განვმარტო, რომ ჩემი განცხადება არ ემსახურება ძალადობის გავრცელებას. პალესტინის მოქალაქე თავისუფლებისთვის მებრძოლია, ამიტომაც დავწერე ასე... ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის ყოველდღე". 

ხალიფას პოსტების შემდეგ Playboy-ს საიტზე გაქრა მისი პირადი გვერდი. საიტზე შესულ მომხმარებლებს გვერდის დაბლოკვის შესახებ შეტყობინება ხვდებოდათ.

10 ოქტომბერს Playboy-მ საიტის მომხმარებლებს ელექტრონული წერილი მიწერა, რომელშიც დაადასტურა, რომ მია ხალიფასთან ყველანაირი საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა.

"გატყობინებთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველანაირი ურთიერთობა შევწყვიტოთ მია ხალიფასთან, ვინაიდან მან ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ფაქტზე საზიზღარი განცხადებები გააკეთა". – წერია Playboy-ს მეილში.

მია ხალიფა წარმოშობით ლიბანელი ყოფილი პორნოვარსკვლავია. ის ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ჰიჯაბით პორნოგრაფიულ ფილმში ითამაშა. ხალიფას თქმით, კარიერა ISIS-ის მუქარების შემდეგ დაასრულა. 

კომენტარები