გერმანია

გერმანიაში, ბავარიისა და ჰესენის ადგილობრივ არჩევნებში CDU და CSU იმარჯვებენ

ბავარიის ქრისტიან-სოციალური გაერთიანების (CSU) ლიდერი, მარკუს ზიოდერი.

გერმანიაში, ბავარიისა და ჰესენის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი პარტიები CDU და CSU იმარჯვებენ.

ჰესენში ადგილობრივ არჩევნებს წინასწარი შედეგებით, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება (CDU) ხმების 34.6%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს კი ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) 18.4%-ით იკავებს. 15.1% მიიღო ოლაფ შოლცის სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ (SPD). მემარცხენეების გაერთიანებამ და ლიბერალურმა FDP-მ კი 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

ბავარიაში კი CDU-ს მოკავშირე ქრისტიან-სოციალური გაერთიანება (CSU) ხმების 37%-ით ლიდერობს, ხმების 15.8%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე ბავარიის თავისუფალ ამომრჩეველთა პარტია. AfD-მ ბავარიის მხარეში 14.6% აიღო, მწვანეების პარტიამ 14.4%, ოლაფ შოლცის SPD-მ კი 8.4%. ლიბერალურმა FDP-მ ბარიერის გადალახვა ვერც ბავარიის მხარეში მოახერხა.

კომენტარები