გერმანია

ელექტრონული ფოსტით მიღებული მუქარის გამო ჰამბურგის აეროპორტში ფრენები შეაჩერეს

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში ფრენები შეაჩერეს. ადგილობრივმა პოლიციამ ელექტრონული ფოსტით მისული მუქარის შემცველი შეტყობინების საფუძველზე ჰამბურგის აეროპორტში ირანის დედაქალაიქდან, თეირანიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი გაჩხრიკა. თვითმფრინავის ბორტზე 198 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგლიობრივი პოლიციის სპიკერის თქმით, ჩხრეკის პარალელურად პოლიციელებმა დაკითხეს მგზავრები, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა, როდესაც შეტყობინებული საფრთხზე "სერიოზულად" კვალიფიცირდება.

პრესსპიკერის ცნობით, ჰამბურგის აეროპოტში ამ ეტაპზე შეჩერებულია როგორც თვითმფრინავების დაშვება, ასევე აფრენა. მისივე თქმით, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებში კი ჩართულია სახანძროს ბრიგადებიც.

კომენტარები