პუტინის რუსეთი

კვლევა: რუსეთში პუტინის მმართველობის პერიოდში სტალინის 95 მონუმენტი გაიხსნა

გამოცემა Pointmedia.io-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე იოსებ სტალინის 95 მონუმენტი აღიმართა.

იმავე კვლევის მიხედვით რუსეთში ამჟამად სულ 110 სტალინი ძეგლი დგას, აქედან მხოლოდ 9% არის აღმართული საბჭოთა კავშირის პერიოდში.

ბელადისთვის ძეგლების აღმართვა განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ გაიზარდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთში წლიურად ორჯერ მეტი სტალინი მონუმენტი იდგმება.

ამ დროისთვის ბოლო ძეგლი ქალაქ ტვერის მახლობლად, რეპრესიის მსხვერპლთა მასიური დაკრძალვის ადგილას აღმართეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს რიგით მეოთხე მონუმენტია, რომელიც სტალინს დაუდგეს.

სტალინის ძეგლების მშენებლობის დინამიკა პუტინის მმართველობის პერიოდში

 

კომენტარები