ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, თუ შეიძლება. ძალიან მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ზრდილობის პრობლემები თავად მოიკითხეთ. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამის თქმა მიწევს. და ადამიანი რომ გაიცინებს და უკვე ამაზე ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები არაფერთან დაკავშირებით რომ აღარ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ზრდილობაზე მითითებისგან ცოტა თავი შეიკავეთ.
მამუკა მდინარაძე
მდინარაძე თაკო ჩარკვიანს: დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ
tbl.ge/6jem
დაკოპირდა

ასე მიმართა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია კანონი და სამართლის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს.
"მე მგონი, ზრდილობაზე აქ ერთი ტრენინგი არ აწყენდათ" - თქვა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
ამავე თემაზე
- მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება
- კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა
- მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჭორი!
- მდინარაძე: 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
- მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს - მიგვიშვითო




