რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირველად შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  
ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე

5 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად შეხვდა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს - ინფორმაციას ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ Telegram-ზე ავრცელებს 

“სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ჩვენი პირველი შეხვედრისას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და მის უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით“. - წერს ზელენსკი Telegram-ზე

ამასთანავე, ზელენსკი ამბობს რომ მხარეებმა უკრაინასა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და  რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. 

კომენტარები