რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი შიშობს, რომ სპიკერი მაკკარტის გადაყენების ფონზე, უკრაინისადმი დახმარება შეფერხდება

Sean Gallup / Getty Images file

4 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბაიდანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა წუხილი, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში განვითარებული მოვლენების შედეგად, შესაძლოა უკრაინისადმი დახმარება შეფერხდეს. 

კითხვაზე შიშობდა თუ არა იგი, რომ კონგრესში არსებული არეულობა ხელს შეუშლიდა ამერიკას უკრაინისთვის დაპირებული დახმარება მიეწოდებინა, ბაიდენმა განაცხადა: “ვშიშობ… მაგრამ ვიცი, რომ ორივე პარტიაში წევრთა უმრავლესობა - როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში -  მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას”.

ბაიდენმა დაამატა, რომ აშშ-ის ორგანიზებით “50 სახელმწიფო ერთმანეთს შეხვდა, რათა უკრაინისთვის მხარდაჭერა უზრუნველყონ”.

3 ოქტომბერს მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისთვის შეუფერხებელი იქნებოდა.
პენტაგონს ამჯერად უკრაინის დასახმარებლად $1.6 მილიარდი აქვს გამოყოფილი, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციას დამატებით $5.4 მილიარდის გამოყოფა შეუძლია. უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის ალტერნატიული გზა პენტაგონში ბიუჯეტის გადამისამართებით არის შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინისადმი აშშ-ის დახმარება, CNN-ზე დაყრდნობით, შესაძლოა რამდენიმე თვეში ამოიწუროს.

კომენტარები