აშშ

აშშ-ში ქორწილში ბაბუამ 12 წლის შვილიშვილი შემთხვევითი გასროლით დაჭრა

CNN

აშშ-ში მამაკაცმა ქორწილში 12 წლის შვილიშვილი შემთხვევითი გასროლით დაჭრა

ლანკასტერის ოლქის შერიფის ოფისის უფროსის მოადგილის, ბენ ჰუჩინის ცნობით, 62 წლის მაიკლ გარდნერი საქორწილო დღესასწაულს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით საღამოს 5 საათზე კი სტუმრების ყურადღების მიპყრობის მიზნით მან რევოლვერი ჰაერში გაისროლა.

"როდესაც მამაკაცმა რევოლვერის ქვემოთ ჩამოწევა გადაწყვიტა, სასხლეტს თითი შემთხვევით გამოჰკრა და შვილიშვილი მარცხენა მხარში დაჭრა". - თქვა ჰუჩინმა.

ამასთან, დაჭრილი ბიჭის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდნერი ბავშვზე ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანის დაჭრის ბრალდებით არის დაკავებული.

კომენტარები