აშშ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საკუთარი სპიკერი, კევინ მაკკარტი გადააყენა

REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ამავე პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა. კამპანია მაკკარტის წინააღმდეგ რესპუბლიკელმა მეტ გეითსმა დაიწყო და საბოლოოდ, ისტორიაში პირველად 216 ხმით 210-ის წინააღმდეგ რესპუბლიკელებმა კევინ მაკკარტი გადააყენეს. 

კევინ მაკკარტისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი ბოლო და ცხელი თემა ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ განხეთქილება იყო. წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ, აშშ-ს ბიუჯეტი დეფოლტის რისკის წინაშე დააყენა. კევინ მაკკარტი მეტ გეითსი ბრალს სდებდა ფედერალური ხარჯების შემცირებისთვის არასაკმარის ძალისხმევაში. 

მაკკარტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის წარმატებით გაუმკლავდა პრობლემებს და შეძლო ბიუჯეტის ხარჯვის შეზღუდვა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კევინ მაკკარტის ადგილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში. 

კომენტარები