თავდასხმა ტაილანდში

ტაილანდში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 14 წლის თავდამსხმელმა, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში სავაჭრო ცენტრში სროლას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავებულია. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 14 წლის თავდამსხმელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, სამართალდამცველებს ჩაბარდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სავაჭრო მოლში სროლის შემდეგ შენობაში მყოფი ადამიანები სხვადასხვა მაღაზიასა და საპირფარეშოებს აფარებდნენ თავს, ნაწილმა კი გაქცევა მოასწრო.

ტაილანდის პრემიერმინისტრმა, სრეტა ტავისინმა მომხდართან დაკავშირებით "ღრმა მწუხარება" გამოთქვა და სამართალდამცველებს სწრაფი მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები