შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე

უკრაინულ მარცვლეულს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიტვის პორტში შეამოწმებენ

უკრაინის, ლიტვისა და პოლონეთის შეთანხმების შედეგად, უკრაინულ მარცვლეულს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიტვის ტერიტორიაზე შეამოწმებენ. ინფორმაციას უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ზემოხსენებულ ინფორმაციას პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რობერტ ტელუსიც ადასტურებს. მისი თქმით, სამმხრივი შეთანხმება პოლონეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტრანზიტს დააჩქარებს.

"ჩვენ მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდით. ოთხშაბათიდან უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ლიტვის გავლით ტრანზიტით მიდის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად, ლიტვის ტერიტორიაზე, ლიტვის პორტში მოხდება". - თქვა ტელუსმა.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო კი აღნიშნავ, რომ კიევი ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიტვაში, ლაიპედას პორტში გადატანის ინიციატივით გამოვიდა, ლიტვისა და პოლონეთის მთავრობებმა კი კონტროლის ასეთ მექანიზმს მხარი დაუჭირეს და ინიციატივა კონსტრუქციულ ნაბიჯად შეაფასეს.

კომენტარები