დიდი ბრიტანეთი - უკრაინა

Telegraph: ბრიტანეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ლიმიტები ამოწურა, ახლა სხვების დროა

Gleb Garanich/Reuters

Telegraph-ს მაღალი რანგის სამხედრო წყარომ უთხრა, რომ ბრიტანეთმა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიმართულებით და ახლა სხვა ქვეყნების დროა გაიღონ მსგავსი კონტრიბუცია. ანონიმურობის დაცვით მაღალი რანგის სამხედრო წყარომ ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემასთან ბენ უოლესის უახლესი ინტერვიუს შემდეგ ესაუბრა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენ ოულესმა თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომამდე მან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შესთავაზა 2.3 მილიარდი ფუნტით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გაზრდა. ბენ ოულესი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 2023 წლის აგვისტოში გადადგა. უოლესის თქმით, ბრიტანეთმა არ უნდა დაკარგოს უკრაინის მთავარი სამხედრო დონორის როლი და ამ მაჩვენებელში გერმანიამ არ უნდა გადაასწროს. 

Telegraph-ის წყაროს მტკიცებით, ბრიტანეთს არ შეუძლია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ამ მასშტაბებით გაზრდა და ბრიტანეთმა უნდა მოუწოდოს სხვა სახელმწიფოებს უკრაინას უფრო აქტიურად დაეხმარონ. 

"ჩვენ იმდენი გავეცით, რამდენის შესაძლებლობაც გვქონდა" - ამბობს მაღალი რანგის სამხედრო წყარო. 

კომენტარები