რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ინტერნეტში ვრცელდება შტორმ-Z-ის ჯარისკაცების ვიდეო - ისინი უკრაინაში ბრძოლაზე უარს ამბობენ

REUTERS/via REUTERS

რუსი ჯარისკაცების უფლებადამცველ ვებგვერდზე gulagu.net ვრცელდება რუსი ჯარისკაცების მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ისინი პროტესტის ნიშნად უკრაინაში ბრძოლაზე უარს ამბობენ. ისინი რუსულ არმიაში მათი მეთაურების მხრიდან ძალადობას და დამამცირებელ მოპყრობას აპროტესტებენ. ჯარისკაცები შტორმ-Z-ის რაზმის წევრები არიან, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზზე წელს გააგზავნეს.

სავარაუდოდ, შტორმ-Z-ის წევრების ნაწილი პატიმრები არიან. რუსი ჯარისკაცი Reuters-თან საუბრისას ამბობს, რომ თუ სხვა რომელიმე  დანაყოფში მეთაური რომელიმე ჯარისკაცს ალკოჰოლის სუნს შეამჩნევს, მას შტორმ-Z-ის რაზმში გზავნიან. 

"შტორმ-Z-ის მებრძოლები, ისინი უბრალოდ ხორცი არიან" - ამბობს რიგითი ჯარისკაცი 40318-ე დანაყოფიდან, რომელიც 2023 წლის მაისი-ივნისში ბახმუტის ფრონტზე გადაიყვანეს. მისი თქმით, მეთაურმა მას უბრძანა არ მიეცა მედიკამენტები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის, თუმცა მან ეს არ შეასრულა. ჯარისკაცმა Reuters-თან ანონიმურობის შენარჩუნება მოითხოვა. 

რუსულმა სამთავრობო მედიამ დაადასტურა, რომ შტორმ-Z-ის დანაყოფი მართლაც არსებობს და რამდენიმე წევრმა მედალიც დაიმსახურა, თუმცა ისინი არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს დანაყოფი.

კომენტარები