მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: გრიოგორიადისის შეწყალება იქნება ახალგაზრდებში კრიმინალის წახალისება

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მდინარაძის თქმით, ის პრეზიდენტის მხრიდან ამგვარ ქმედებას არ გამორიცხავს.

"ჩვენი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მისგან ასეთიც კი არ არის გამორიცხული. მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი გათავისუფლების მცდელობა არის ერთგვარი სიგნალი და მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით და იმისათვის, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში ისინი არ დაისჯებიან. აი, ეს სიგნალი უნდა რომ გააგზავნოს, იმ მავნებლურმა ძალამ, რომელსაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია და საქართველოს ოპოზიციის მთლიან სპექტრს, რა თქმა უნდა, არ ვეხები. რადიკალურ ოპოზიციას, ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ ამაში". - თქვა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.

დღეს, 2 ოქტომბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს. 

კომენტარები