რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან

2015-2023 Ukrinform

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეტს კიევში შეხვდნენ და უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ იმსჯელეს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს უმაღლესი დიპლომატების შეხვედრა ევროკავშირის გარეთ გაიმართა. 

2 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ეს შეხვედრა ნიშანია ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის უკრაინის მიმართ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს. 

საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში დმიტრო კულებამ მიიღო.

"ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ესაა პირველი შემთხვევა, როცა საგარეო ურთიერთობათა საბჭო ევროკავშირის ამჟამინდელი საზღვრების მიღმა, თუმცა მისი მომავალი საზღვრების შიგნით შეიკრიბა" - თქვა დმიტო კულებამ. 

კომენტარები