გრიგორი კარასინი

"პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, პრეზიდენტო" – კარასინი ზურაბიშვილს

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვლავ აკრიტიკებს

"საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი გააზრებული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა დანებდება, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება". - თქვა წერს კარასინი ტელეგრამ-არხზე. 

გარდა ამისა, კარასინი იმეორებს რუსეთის მტკიცებას, რომ NATO-მ აღმოსავლეთით არ გაფართოების პირობა დადო. კარასინი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ NATO-მ დანაპირები არ შეასრულა. 

"პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ უნდა ვახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები - გერმანია, შვეიცარია ან მალტა? ". - წერს კარასინი.

კომენტარები