რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად რუსეთთან ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

"კიევში ვიმყოფები, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად პატივი მივაგო დაღუპული დამცველების ხსოვნას და მხარდაჭერა გამოვუცხადო მათ, ვინც ამჟამად უკრაინას იცავს რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისგან და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის იბრძვის". - წერს ბორელი X-ზე.

იქამდე, 1 ოქტომბერს ჯოზეფ ბორელი მოულოდნელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან ოდესის ფერისცვალების ტაძარი მოინახულა და ქალაქს სისტემატური რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები