რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი ოდესაში, რუსების მიერ დაბომბილ ტაძარში მივიდა

ჯოზეფ ბორელი ოდესაში ფერისცვალობის ტაძარში. 
ფოტო ჯოზეფ ბორელის სოციალური ქსელი X-დან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოულოდნელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი X-ზე ავრცელებს.

ბორელმა ოდესის ფერისცვალების ტაძარი მოინახულა და ქალაქს სისტემატური რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

"ოდესა ულამაზესი ისტორიული ქალაქია. ის ცნობილი თავისი ცოცხალი კულტურითა და სულისკვეთებით უნდა იყოს, ამის ნაცვლად ქალაქი პუტინის ომის ხშირი სამიზნეა. ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენას. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიიდან. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე." - წერს ბორელი X-ზე.

ამასთანავე, ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება "იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მას დასჭირდება".

კომენტარები